დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯონდი ბაღათურიამ გაფიცულ რუსთაველ მძღოლებს პრემიერის კანცელარიასთან გადანაცვლება ურჩია
ავტორი:
2014/თებერვალი/28 18:30:03
რუსთავის მერიის წინ მძღოლებისა და ე.წ. ხაზების მეპატრონეების აქციის მონაწილეებს პარტია ,,ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია და ,,მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე შეხვდნენ.
უკვე ერთი კვირაა, რაც რუსთავის მერიის წინ მძღოლების ნაწილი და ე.წ. ხაზების მეპატრონეები რუსთავის-თბილისის სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსის გაუქმებისა და მინიმუმ სამი წლით გადაწევის მოთხოვნით შიმშილობენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.
ჯონდი ბაღათურიამ აქციის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან გადანაცვლება და აქციების იქ გამართავა შესთავაზა. "აქციებია რუსთავში, კაზრეთსა და ჭიათურაში. ამ ხალხს არავინ ელაპარაკება. აქციის მონაწილეებთან რუსთავში მერმა სცადა დალაპარაკება, მაგრამ ვერ შესთავაზა ისეთი პირობები, რომლებიც მათ დააკმაყოფილებდა. მე გამოსავალს ვხედავ ამ ხალხის გაერთიანებაში, რადგან ხელისუფლება არ მოდის მათთან, მაშინ ეს ხალხი უნდა მივიდეს ხელისუფლებასთან. შესაბამისად, მინდა ვაცნობო, ულტიმატუმების გარეშე, ცენტრალურ ხელისუფლებას, თუ არ მიაქცევს ამ ხალხს ყურადღებას, ჩვენ მომავალ კვირას დავიწყებთ ორგანიზებას და რუსთაველებს, კაზრეთელებს და ჭიათურლებს, ყველას ერთად თავს მოვუყრით პრემიერის კანცელარიასთან, იქ გავშლით ამ კარვებს და დაველოდებით უფრო ადეკვატურ რეაგირებას ხელისუფლებისგან, ვიდრე აქამდე იყო", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
"მომავალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე დღესვე რუსთავის ვიცე-მერ დავით სხირტლაძეს შეხვდა. როგორც ლაღიძემ განაცხადა, მან ვიცე-მერისგან კონკურსის ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
რუსთავის ვიცე-მერი დავით სხირტლაძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია სოციალური თემიდან უკვე პოლიტიკურში გადაიზარდა და მასზე უკვე პოლიტიკური მოთხოვნებიც ისმის, თუმცა, რუსთავის მერია წინასაარჩევნოდ ვერც ერთი პარტიის პოლიტიკურ თამაშს ვერ აჰყვება.
"ამ საკითხზე არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია გაიმართა უფლებადამცველებთან, ტრანსპორტის პროფკავშირებთან და "გადამზიდავთა ლიგასთან" და ამ სიტუაციაში ყველა გარკვეული პოლიტიკური პარტიების ინტერესებს ხედავს. ეს აქცია გასცდა სოციალური თემატიკის ფარგლებს. საკონკურსო წესში მთლიანად გათვალისწინებულია მძღოლთა ინტერესები. რაც შეეხება მგზავრობის ფასს, ესეც წესში წერია, რომ ფასი არ გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ეს აქციები უკვე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს, თუნდაც ის, რომ თითქმის ყველა აქციას სოცქსელით "თავისუფალი ზონა" აანონსებს, ის, რომ აქციაზე რამდენიმეჯერ დააყენეს პოლიტიკური მოთხოვნა. რუსთავის მერია ვერ აჰყვება ვერავის წინასაარჩევნო პოლიტიკურ თამაშს, ჩვენ ვმოქმედებთ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და რუსთავს სჭირდება, რომ ტრანსპორტის სფერო მოწესრიგებული იყოს", - განაცხადა დავით სხირტლაძემ.
რუსთავის "თავისუფალ ზონაში" კი აცხადებენ, რომ აქციის ორგანიზატორები ისინი არ არიან და მიმდინარე მოვლენებს, როგორც მედია ჯგუფის წარმომადგენლები ისე აშუქებენ, კონკურსის ჩატარებას კი პროტესტს, როგორც უბრალო მოქალაქეები, ისე უცხადებენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია