დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა გიორგობიანი ბორჯომში აქციის მონაწილეებს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/28 12:30:03
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე აქციის მონაწილეებს შეხვდნენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ბორჯომის რაიონის სოფლების - ტაძრისის, წაღვერის და ჭობისხევის მოსახლეობის მიერ ბორჯომის გამგეობის წინ გამართული აქციის შემდეგ გაიმართა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წლების განმავლობაში ბორჯომის მოსახლეობა ტყის უკანონო ჭრას ყოველგვარი აკრძალვების გარეშე ახორციელებდა. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაზე კონტროლის გამკაცრების შემდეგ, აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია.
ბიძინა გიორგობიანმა და დიმიტრი ბერიძემ ადგილობრივებს, რომლებიც ტყის უკანონოდ ჭრის გამკაცრებულ კონტროლს აპროტესტებდნენ, იმ საპილოტე პროგრამის დეტალები გააცნეს, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს ხე-ტყის მოპოვება კანონის ფარგლებში გამარტივებული რეგულაციებით განახორციელონ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია