დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა 31,89%-მა მიიღო მონაწილეობა
ავტორი:
2014/ივნისი/29 19:30:02
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 31,89%-მა (4451 ამომრჩეველი) მიიღო მონაწილეობა . 9 ოლქიდან ყველაზე მაღალი აქტივობით ხონის (72,68%) და ტყიბულის (41,91%) ოლქები გამოირჩევა.
როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, პროცედურული ხარვეზების უმეტესობა კი ადგილზე აღმოიფხვრა.
"საარჩევნო უბნების დახურვამდე დაახლოებით 2 საათი რჩება, იმ საარჩევნო უბნების ამომრჩევლებს, სადაც განმეორებითი კენჭისყრა ტარდება, მოგიწოდებთ - გააქტიურდეთ და მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში", - მიმართა ეკა აზარაშვილმა ამომრჩევლებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ საბოლოო მონაცემებს 20:30 საათზე წარადგენს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 956
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია