დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კონგრესმენებმა შეშფოთება გამოთქვეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/04 18:00:03
დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კონგრესმენების მხრიდან შეშფოთება გამოითქვა, - ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტად მყოფმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მათი მხრიდან ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
"კონგრესის, როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი წევრების მხრიდან ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერა. გამოითქვა მათი მხრიდან შეშფოთება საქართველოში -დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამერიკის კონგრესი ახლო მომავალში განახორციელებს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ძალიან მკაფიო გზავნილები გაეგზავნოს რუსეთის ხელისუფლებას", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეს, ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ კარენ დონფრიდს, კონგრესის სამხედრო კომიტეტის წევრებს - ჯეფ მილერს, მაიკლ კონავეის, ბაკ მაკკეონს, ჯიმ ბრაიდენშტაინსა და სენატორ ჯეფ სეშიონს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პეტრიაშვილის უწყებიდან აცნობეს, მან ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის. ასევე, შეხვედრებზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესები.
პეტრიაშვილის თქმით, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის მთავრობის მზაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობისათვის.
"ამერიკული მხარის მიერ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. ისევე, როგორც სამხედრო ხელმძღვანელობისგან, კონგრესმენებისგანაც მივიღეთ უმაღლესი შეფასებები ჩვენი სამხედროების მიერ იქ გაწეული სამსახურისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და გარემოება, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს და განსაზღვრავს ჩვენს როლს საერთაშორისო უსაფრთხოებაში", - აღნიშნა შეხვედრების დასრულების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1065
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია