დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - ვილნიუსში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/29 23:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით , ვილნიუსში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა. ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" ვილნიუსიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა. მისი შეფასებით, ვილნიუსში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა, როდესაც განხორციელდა პარაფირება და დაიწყო რეალურად საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი. ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, "ეს იყო ჩვენი დიდი წინაპრების ოცნება და დღეს ამ პროცესის და ოცნების რეალურად ხორცშესხმა დაიწყო".
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდა, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასა თუ ხელისუფლების დროს მუშაობდა იგი ამ დოკუმენტზე.
"პარაფირებიდან ხელმოწერამდე უმთავრესი სამუშაო რეალურად განსახორციელებელი აქვს ევროკავშირს, ვინაიდან 28 ქვეყნის 24 ოფიციალურ ენაზე უნდა მოხდეს თარგმნა, მისი სამართლებრივად სრულყოფა და ადეკვატურობაში მოყვანა, რათა მოხდეს ხელმოწერა. დღეს ჩვენ მივიღეთ უმტკიცესი განცხადებები ყველა დონიდან, როგორც სახელმწიფოს ლიდერების, ისე ევროკავშირის ხელმძღვანელებისგან, რომ შეძლებისდგაგვარად, სწრაფად მოხდება ამ დოკუმენტის ხელმოწერა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც დაწყებულია ყველა ძირითადი მიმართულებით. "ეს იქნება, რა თქმა უნდა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, მართლმსაჯულების მიმართულებით, რათა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა მოხდეს, ჩვენი ქვეყნის შიგნით ისეთი რეგულაციები იქნას მიღებული, რომელიც ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას აიყვანს ევროკავშირის სტანდარტებამდე და შესაძლებელი გახდება როგორც კი ძალაში შევა ეს შეთანხმება, მალევე, ქართული პროდუქცია სამარკო ნიშნით "წარმოებულია საქართველოში" მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა და დასძინა, რომ ამისათვის ყველაზე დიდი სამუშაო რეალურად გასაწევი აქვს პარლამენტს, როდესაც უნდა მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია