დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ მაჭავარიანი - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ევროსაბჭოს რეზოლუციის მტკიცებულებად დაშვების თაობაზე მნიშვნელოვანია
ავტორი:
2014/ოქტომბერი/03 16:00:02
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ევროსაბჭოს რეზოლუციის მტკიცებულებად დაშვების თაობაზე, მნიშვნელოვანია, რადგან თავის დროზე დავით კეზერაშვილის მიმართ საფრანგეთის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ პროცესის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს უმცირესობის დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანბმა განუცხადა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია მიმდინარე პროცესებში.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კოლეგები ამბობენ, რომ რეზოლუციაში არსებულ რეკომენდაციებს სავალდებულო ძალა არ აქვს, ეს არის აბსურდი. ამ ლოგიკით სავალდებულო ძალა არ აქვს ყველა იმ რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ხმას უჩერებს და ხმა რუსეთს შეჩერებული აქვს. ასევე, ამ ლოგიკით ძალა არ აქვს იმ ვალდებულებას რუსეთის მიმართ, რომელიც მას ავალდებულებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას. იმის გამო, რომ გაამართლო შენი წარუმატებლობა, მსგავსი შეფასებების გაკეთება დაუშვებელია. არ შეიძლება ამის გამო დოკუმენტი გააუბრალოო. იმის მაგივრად, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს იღებდეს, როგორც მეგობრის დავალებას, რომ აკეთებს მსგავს შეფასებებს, შეუძლებელია ერთმა კაცმა გიორგი კანდელაკმა 103 კაცი თავის ჭკუაზე ატრიალოს, მათ შორის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრები, მაშინ როდესაც მეორე მხარეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთელი უმრავლესობა", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მისი თქმით, რეზოლუციის, საქმეზე დასაშვებად ცნობა მნიშვნელოვანია, რადგან თავის დროზე დავით კეზერაშვილის მიმართ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველას ახსოვს.
"ფაქტია, რომ იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია ამ პროცესებში. უგულავას და კეზერაშვილის წინააღმდეგ ძირითადად იკვეთება "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული კითხვები. ეს არის სუფთა პოლიტიკური პროცესი ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1067
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია