დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებისადმი მიძღვნილ ეუთო-ს სამუშაო სესიაზე დავით ზალკალიანმა განცხადება გააკეთა
ავტორი:
2014/ივნისი/26 21:00:02
უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, შეიარაღებაზე კონტროლის, ნდობისა და უსაფრთხოების ზომების განმტკიცების საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განცხადება გააკეთა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებაზე კონტროლის რეჟიმის საკითხზე საუბრისას, საქართველოს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული სირთულეების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად, ხელშეკრულების ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა გვევლინება და შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსვლის მთავარ წინაპირობას აღებული ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს.
უწყების ინფორმაციით, ქართველმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა "ღია ცის ხელშეკრულების" მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ქართული მხარისათვის კატეგორიულად მიუღებელია ხელშეკრულების მოქმედების არეალის ხელოვნურად შეცვლის მცდელობები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ხელშეკრულების ფუნდამენტურ დებულებებთან და საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებთან.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ტრანსნაციონალურ საფრთხეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით გამართულ სესიაზე გაკეთებულ განცხადებაში ქართულმა მხარემ ისაუბრა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სისტემის დახვეწის თვალსაზრისით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ და მთავარი აქცენტი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციიდან გამომდინარე საფრთხეებზე გააკეთა.
კონფერენციის ბოლო სესიაზე, რომელიც ავღანეთის პრობლემატიკას მიეძღვნა, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების შემადგენლობაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე და 2014 წლის შემდეგ ავღანეთში მიმდინარე ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით ქვეყნის მზაობაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია