დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კარასინი – სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი მაშინ შევიდა, როდესაც საქართველოში ანტირუსული ისტერია იყო
ავტორი:
2014/ივლისი/07 20:30:02
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
კარასინის თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იმის კონსტატაცია, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსკოვის მიმართ თბილისის პრეტენზიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის მთავარი ბრალდება – რუსეთში ეთნიკურად ქართველების დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.
"ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს საჩივარი სასამართლოში შევიდა 2007 წლის მარტში, როდესაც საქართველოში გააქტიურებული იყო ანტირუსული ისტერიის მორიგი კამპანია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი რეგულარულად ახორციელებდა, რომელიც ცდილობდა მეთოდურად მიეღწია თავისი მიზნისთვის – ორი ერის ისტროიული მეგობრობა გაეწყვიტა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ სასამართლოსადმი მიმართვით თბილისის მაშინდელი ხელისუფლება სრულიადაც არ ზრუნავდა ჭეშმარიტების დადგენისა და სამართლიანობის აღდგენისთვის, არამედ იმაზე, რომ რუსეთისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა. სწორედ აქედან გამომდინარე შევიდა სარჩელში უსაფუძვლო, სინამდვილესთან არანაირ კავშირში მყოფი ბრალდება, რომელიც საბოლოო ჯამში, კანონიერად უარყო სასამართლომ... ვიმედოვნებ, რომ პოლიტიზირებული ანტირუსული სარჩელი, ისევე, როგორც ბოლო წლებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მომხდარი მოვლენები გამაფრთხილებელი იქნება მათთვის, ვინც ეცდება ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლური ურთიერთობების დარღვევას", – აცხადებს გრიგორი კარასინი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 924
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია