დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი – ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება ხელისუფლების ინტერესებშია
ავტორი:
2014/მარტი/31 13:00:02
ხელისუფლების ინტერესებშია ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება უსწრაფესად მოხდეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. მისი თქმით, აუცილებლად უნდა დადგინდნენ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები. ნებისმიერი ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა არის სახელმწიფოს უსწრაფესი რეაგირების საგანი, მაგრამ როდესაც დეპუტატს ეხება საქმე, საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო მაღალია. ხელისუფლების ინტერესებშია უსწრაფესად იყოს გამოძიებული ეს საქმე და დადგინდნენ პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამაში", - განაცხადა ხიდაშელმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია