დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა 
ავტორი:
2013/სექტემბერი/13 17:33:42
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა, - გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის განცხადებით, კონკურსანტებს განცხადებების წარსადგენად 30 დღის ვადა აქვთ. მისივე თქმით, განსახილველი ვადაც 30 დღეს შეადგენს, კანდიდატებს კი სამეურვეო საბჭო კენჭისყრის პრინციპით შეარჩევს.
გენერალური დირექტორის პოზიციის დასაკავებლად, გოგუაძის თქმით, ძირითადი კრიტერიუმებია მაგისტრობის ხარისხი, ათწლიანი სამუშაო გამოცდილება და ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება.
სხდომას საბჭოს წევრებთან ერთად, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მისი მოადგილეები და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ.
სამეურვეო საბჭომ რამდენიმე დღის წინ გიორგი ბარათაშვილი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის მოვალეობას ახლა გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე ასრულებს.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია