დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფილიპ დიმიტროვს იანოშ ჰერმანი შეცვლის
ავტორი:
2014/ივნისი/26 17:30:03
ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში იანოშ ჰერმანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ევროკავშირის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა დანიშნა.
იანოშ ჰერმანი ამჟამად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია ცენტრალურ აზიაში. მანამდე ის უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, ეკავა სახელმწიფო მდივნისა და ნატო-ში მუდმივი წარმომადგენლის პოსტი.
იანოშ ჰერმანი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს შეცვლის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია