დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე ბარამიძე ვენეციის კომისიის ექსპერტებს შეხვდა 
ავტორი:
2014/ივლისი/01 12:00:04
30 ივნისს იუსტიციის სამინისტროს ვენეციის კომისიის წევრები ესტუმრნენ. მათ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე შეხვდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და სამინისტროს წარმომადგენლებმა ექსპერტებთან ერთად იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული კანონპროექტი განიხილეს, რომელიც სასამართლო რეფორმის მეორე ეტაპზე დაგეგმილ ცვლილებებს ეხება. კერძოდ, მათ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონპროექტების შესახებ ისაუბრეს.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია