დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დღეს განვითარებულ მოვლენებს ემიჯნება
ავტორი:
2014/აპრილი/10 22:30:02
პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო" დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განვითარებულ მოვლენებს ემიჯნება. ამასთან დაკავშირებით, პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ჩვენს პრინციპებსა და იმ ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ.
ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია ძალადობა. პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყოველთვის ღიად აფიქსირებდა და დღესაც აცხადებს, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები, ისეთ გარემოში, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება და კანონის უზენაესობა", - აღნიშნულია განცხადებაში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია