დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას პირველი ლატვიის პარლამენტი მოახდენს
ავტორი:
2014/ივნისი/25 14:30:03
ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ლატვიის პარლამენტი 3 ივლისს მოახდენს. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს ლატვიის თავდაცვის მინისტრ, რაიმონდ ვეიონისთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"ლატვიის მინისტრთან საუბრის დროს ძალიან სასიხარულო ცნობა მივიღეთ, რომ 3 ივლისს, ლატვიის პარლამენტი უკვე მოახდენს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას. ეს იქნება პირველი ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რომელიც ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ეს გეგმა უახლოეს დღეებში იქნება საბოლოოდ დასრულებული და შეთანხმებული.
"ხელისუფლება მზად არის ყველა მასზე ნაკისრი ვალდებულება განახორციელოს და რეფორმები ჩაატაროს ისე, რომ საქართველო უფრო მიზიდველი გახდეს უცხოური ინვესტიციებისთვის", -განაცხადა პეტრიაშვილმა.
მინისტრის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა დაარწმუნოს ევროპელი სკეპტიკოსები, რომ საქართველო არის ღირსეული ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის ადგილი ევროკავშირშია.
პროცედურის მიხედვით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია