დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საქართველო-ევროკავშირის დროშებით გაფორმებული ტორტი გაჭრეს
ავტორი:
2014/ივნისი/27 14:00:02
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში საზეიმო მიღება მიმდინარეობს .
შეკრებილნი არიან პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები. მათ შორის მიღებაში მონაწილეობენ ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც თავის დროზე უშუალოდ იყვნენ ქართული მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის პროცესში ჩართული.
დღევანდელი დღის მნიშვნელობის შეფასებისას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო ღირსეული შრომითა და ერთიანობით, ევროპისკენ მიმავალ გზას ბოლომდე გაივლის და საბოლოოდ გაერთიანების წევრი გახდება. მათივე თქმით, საქართველო ბრუნდება იქ, სადაც არის მისი ადგილი – ერთიან, ძლიერ ევროპაში.
"ჩვენ ვბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი ადგილია, ევროპულ ოჯახში. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გაფორმდა დღეს. ეს მისია არ არის დასრულებული და დიდი იმედი მაქვს, რომ მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად გადაიდგმება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რასაც ჰქვია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში და ნატო-ში. ეს არის იმ ამოცანის შესრულება, რასაც მრავალი თაობა შეიწირა და რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი, ასევე გაიჭრა საქართველო-ევროკავშირის დროშებით გაფორმებული ტორტი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია