დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/05 19:30:02
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრ, სებასტიან კურცს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, ვენაში ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, სებასტიან კურცთან.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკას და კერძოდ, უკრაინის კრიზისს, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობასა და სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას, ასევე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაჩქარებული ტემპით შემოღების შესაძლებლობას", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა თავისი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მოიწვია ავსტრიელი კოლეგა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში იმყოფება, სადაც დაგეგმილია მისი მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 124-ე სხდომაზე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია