დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერჟ სარგსიანმა საქართველო დატოვა
ავტორი:
2014/ივნისი/19 17:00:02
სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა საქართველო დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს , სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა გააცილეს.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
სერჟ სარგსიანს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა. სომხეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სომხეთის საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, კულტურის და დიასპორის მინისტრები, ასევე სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1067
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია