დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - მესტიას ტურისტების მიღება წელიწადში 365 დღის განმავლობაში შეუძლია
ავტორი:
2013/დეკემბერი/28 15:00:03
მესტიას ტურისტების მიღება წელიწადში 365 დღის განმავლობაში შეუძლია და ჩვენ ამის პოპულარიზაციას უნდა შევუწყოთ ხელი, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნისას გააკეთა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ტურიზმი ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა.
"დღეს ზამთრის ტურისტული სეზონი იწყება, გილოცავთ ყველას. სიმბოლურია, რომ ზამთრის ტურისტულ სეზონს მესტიიდან ვხსნით. მესტია, როგორც ზამთრის კურორტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, და ეს ძალიან სასიამოვნოა. დღევანდელი ღონისძიება სწორედ მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტის პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება. სვანეთი მიმზიდველია ტურისტებისათვის მთელი წლის განმავლობაში, რადგან მსოფლიოში ძნელად მოიძებნებაისეთი კურორტი, სადაც უძველესი კულტურა, უნიკალური არქიტექტურა, ულამაზესი ბუნება და თანამედროვე სათხილამურო ინფრასტრუქტურა ერწყმის ერთმანეთს," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, წელს მესტიას 150 000-ზე მეტი უცხოელი და ქართველი ტურისტი სტუმრობდა.
"სვანეთში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივას მისი ბუნებრივი ლანდშაფტი იძლევა. თეთნულდის საბაგირო გზების მშენებლობის დასრულების შემდეგ მივიღებთ საქართველოში ყველაზე გრძელ სასრიალო ტრასას და დამსვენებლებს შევთავაზებთ ყველაზე ხანგრძლივ სათხილამურო სეზონს. დაგეგმილია თეთნულდის სათხილამურო სისტემის შემდგომი განვითარება. სამუშაოები 2014 წელს დაიწყება.
წელს მესტიას 150 000-ზემეტი უცხოელი და ქართველი ტურისტი სტუმრობდა. მინდა აღვნიშნო, რომ 2013 წელი მეტად წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის კუთხით. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს 5 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ტურისტების რაოდენობის ზრდა ნიშნავს დასაქმების ზრდას რეგიონში, დამატებითი ობიექტების მშენებლობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ინვესტიციების შემოდინებას.
"ჩვენი მთავრობა ამას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რადგან კარგად გვესმის, რომ სწორედ ტურიზმია ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო. მომავალშიც გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ყურადღება დაეთმობა კურორტის მარკეტინგს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ მესტიას არა როგორც სათხილამურო კურორტს, არამედ იმ ადგილად განვიხილავთ, რომელსაც ტურისტების მიღება წელიწადში 365 დღის განმავლობაში შეუძლია, და ჩვენ ამის პოპულარიზაციას უნდა შევუწყოთ ხელი", - განმარტა ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია