დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი – ერთია, რას იტყვის პრემიერ-მინისტრი, მეორე – ქართველი ხალხის ნება
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 23:30:02
ერთია რას იტყვის პრემიერ-მინისტრი, მეორე – ქართველი ხალხის ნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ლიტვის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რამდენიმე დღის წინ ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთი შეეცდება, დაეხმაროს უკრაინას და მოლდოვას, რადგან საქართველო ევრაზიის კავშირითაც დაინტერესებულია.
"ევროკავშირის პრეზიდენტის მხრიდან ჩვენთვის შემაშფოთებელი განცხადებაა. არ ვიცი, პრემიერ-მინისტრი რაზე ესაუბრა დალია გრიბაუსკაიტეს, მაგრამ ჩვენის მხრიდან ვუხსნით, რომ ერთია, რას იტყვის პრემიერ-მინისტრი, მეორე – ქართველი ხალხის ნება. ქართველი ხალხის ნება კი არის ევროპაში ინტეგრაცია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სხვა ქვეყნებზე გადართვა, რადგან ქართველებს უკრაინელებსა და მოლდოველებზე არანაკლებ უნდათ ევროპაში. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ არ შეგვიძლია ყველაფერს მივედ-მოვედოთ. ამ შემთხვევაში ჩაგწევენ ბილიკიდან და აღმოჩნდები მოუსვლელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს განცხადება 18 სექტემბერს გამოცემა თოდაყ'ს ძამან-მა გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი იბრძოლებს უკრაინისა და მოლდოვასთვის, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მისი ახალი მთავრობა დაინტერესებულია ევროკავშირითაც და ევრაზიული კავშირითაც.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1179
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია