დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სერჟ სარგსიანი - სომხეთის საბაჟო კავშირში წევრობა ქართველი მეწარმეებისთვისაც პერსპექტივის მომტანი იქნება
ავტორი:
2014/ივნისი/18 16:30:02
საქართველო, 27 ივნისს ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და გახდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის განუყოფელი ნაწილი , ეს იქნება შესაძლებლობა ჩვენი მეწარმებისთვის და გაიზრდება ინვესტიციები ჩვენს ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სომხეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მარგველაშვილს გულთბილი სიტყვებისთვის და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობები.
"ჩვენ დიდ შეფასებას ვაძლევთ ამ ვიზიტს. საქართველოში გვქონდა საუბრები პრაქტიკულ თემებზე, განვიხილეთ ორი ქვეყნისათვის საინტერესო საკითხები, საქართველოს და სომხეთის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ხორცი შევასხათ იმ პერსპეტივებს, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყნებს", - განაცხადა სარგსიანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში გაძლიერდეს სტაბილურობა.
"ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტლებას და მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს სტაბილურობა ჩვენს რეგიონში. მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას, ყველაზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, ვაჭრობა, კომერციული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის. ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოები და ბევრი სხვა სფერო", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ის სამუშაოები, რომელიც უკვე განხორციელდა სომხეთის მხრიდან.
"განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივ ურთიერთობაზე ეკონომიკის სფეროში საქართველოსთან. მე მჯერა, რომ საქართველო, რომელიც 27 ივნისს ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და გახდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის განუყოფელი ნაწილი, ეს იქნება შესაძლებლობა, მათ შორის ჩვენი მეწარმებისთვის და გაიზრდება ინვესტიციები ჩვენს ქვეყნებს შორის. სომხეთის წევრობა საბაჟო კავშირში, იქნება პერსპექტივა იმ ქართველი მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ინვესტიციები განახორციელონ სომხეთში", - აღნიშნა სარგსიანმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთოების საკითხებს.
"მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია მშვიდობიანი გზებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით", – აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.
სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საიათნოვას იუბილეს ორგანიზებისთვის.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია