დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე - შოთა შალელაშვილის განცხადება თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია
ავტორი:
2017/ნოემბერი/17 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463550-archil-thalakvadze-shotha-shalelashvilis-ganckhadeba-thea-tsulukianis-mimarth-arakoreqtulia.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - შოთა შალელაშვილის განცხადება თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია", "datePublished": "2017-11-17 09:38:13", "dateModified": "2017-11-17 09:38:13", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თეა წულუკიანის მისამართით თანაგუნდელის შოთა შალელაშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თეა წულუკიანის მისამართით თანაგუნდელის შოთა შალელაშვილის კრიტიკას არაკორექტულს უწოდებს.

“ჩვენი კოლეგის განცხადება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია. თეა წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობას წარმატებულად ვაფასებთ. მისი უშუალო ლიდერობით არაერთი მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა, განვითარდა საჯარო სერვისების დაფარვა და ხარისხი, წარმატებით შესრულდა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები”, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველთან მიმართებაში უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა.

დეპუტატი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა.

”მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ,,ქართული ოცნების’’ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით”,- წერს დეპუტატი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია