დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მთავრობაში არის ხალხი, ვისაც აქვს საეჭვო კავშირები ჩვენი დამპყრობლის ინტერესებთან
ავტორი:
2013/ოქტომბერი/25 22:00:02
საქართველოს მთავრობაში არის ხალხი, ვისაც აქვს საეჭვო კავშირები ჩვენი დამპყრობლის ინტერესებთან, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში ყველანი ქართველები არიან და არ სჯერა, რომ საქართველოში ოდესმე მოვა მთავრობა, რომელსაც ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის შერყევის სურვილი ექნება.
"არ მჯერა, რომ საქართველოში ოდესმე მოვა მთავრობა, რომელსაც ექნება სურვილი, დამპყრობლის მიერ ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცება გაგრძელდეს. ამიტომ მინდა, დღევანდელი ინციდენტები იყოს უკანასკნელი, ყველანი მოვეგოთ გონს, ვიღაცის ჯინაზე, ბოღმის და ღვარძლის გამო ნუ გავაფუჭებთ იმას, რაც წინა წლებში გაკეთდა, ნუ შეუყენებთ საქართველოს წყალს. პრეზიდენტები იცვლებიან, გამოიცვლებიან და რამდენიმე დღეში თუ კვირაში მე პრეზიდენტი აღარ ვიქნები. მთავრობებიც გამოიცვლებიან, მათ შორის ეს მთავრობაც გამოიცვლება, მაგრამ ისეთ რამეს ნუ გავაკეთებთ, რაც შეუქცევადად დააზარალებს საქართველოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია