დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჟოზე მანუელ ბაროზუ - საქართველოსთან მომავალი ურთიერთობები მხოლოდ ასოცირების შეთანხმებით არ განისაზღვრება
ავტორი:
2014/ივნისი/12 11:30:03
მართალია, ახლა ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ახლოს. განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ევროკავშირის შემდგომი გაფართოების გეგმა მოიცავს დასავლეთ ბალკანეთს, თურქეთსა და ისლანდიას.
"საქართველომ კი, ახლა კონცენტრირება ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე უნდა მოახდინოს. მჯერა, რომ რეფორმები, ქვეყნის გარდაქმნა ღია და სტაბილურ დემოკრატიად საქართველოსთვის საუკეთესო გზაა დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, ნებისმიერი გარე ზეწოლის თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზუმ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთან მომავალი ურთიერთობები არ განისაზღვრება მხოლოდ ასოცირების შეთანხმებით.
"დღის წესრიგში ახლა ასოცირების შეთანხმება დგას, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოსთან ჩვენი მომავალი ურთიერთობები მხოლოდ ამით განისაზღვრება. როგორც ეს უკვე განუვცხადეთ უკრაინას, ეს შეთანხმება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი", - განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზუმ.
ჟოზე მანუელ ბაროზუსთან ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრის" 16 ივნისის ნომერში გამოქვეყნდება.

იხილეთ ინტერვიუს ინგლისური ვერსია

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია