დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია - არავინ არავის პოლიტიკური ნიშნით არ დევნის
ავტორი:
2014/ოქტომბერი/11 12:30:01
არავინ არავის პოლიტიკური ნიშნით არ დევნის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დავით ნარმანიამ მერიის თანამშრომლების გათავისუფლებულებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მხოლოდ ორი-სამი ადამიანია, რომელსაც ამასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი პრეტენზია აქვს. მისი თქმით, ეს ადამიანები სამსახურში არ დადიოდნენ და იძულებული გახდნენ გაეთავისუფლებინათ.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მერიის სისტემაში პროცესები მიმდინარეობდეს ნორმალურად და რაც შეიძლება გაიზარდოს მერიის თანამშრომელთა ეფექტიანობა, რათა ის ამოცანები, რაც ჩვენ გვაქვს, სწორად და დროულად იქნეს შესრულებული. მაგრამ რატომღაც ის ორი-სამი ადამიანი, რომელსაც ამასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი პრეტენზია აქვს, სამსახურში არ დაბრძანდებიან და იძულებულს გვხვდიან, რომ გავათავისუფლოთ. მოვუწოდებ მათ, იარონ სამსახურში და საქმეს მოკიდონ ხელი. არავინ არავის პოლიტიკური ნიშნით არ დევნის. მე შემიძლია ძალიან ბევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი დაგისახელოთ, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, რომელებიც თბილისის მერიაში მუშაობენ", _ აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ მას უკანონოდ მოექცნენ, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სამართალდამცველმა ორგანოებმა ეს საკითხები უნდა გამოიკვლიონ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია