დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბაროზო - მთავრობა არ შეიძლება იყოს ოპოზიციის ფანი და არც ოპოზიცია - მთავრობის ფანი
ავტორი:
2014/ივნისი/12 23:30:02
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, არ მოახდინონ საზოგადოების პოლარიზაცია.
როგორც მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობა არ შეიძლება იყოს ოპოზიციის ფანი და
არც ოპოზიცია - მთავრობის ფანი, მაგრამ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზება.
აღნიშნული განცხადება ჟოზე მანუელ ბაროზომ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი.
"ვიმედოვნებ, ადგილობრივი არჩევნები ევროპული სტანდარტის შესაბამისად ჩატარდება. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და მიგვაჩნია, რომ არის ევროპული ოჯახის წევრი. მნიშვნელოვანია, არ იყოს არანაირი ეჭვები არჩევნებთან, თავისუფლებასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით. ხვალ შევხვდები პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში არ არის მარტო ერთი პოლიტიკური პარტია ან მთავრობა. დემოკრატია, ეს არის პლურალიზმი. მინდა ვთქვა შემდეგი, რაზეც საუბარი მქონდა ბატონ პრეზიდენტთან, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითაროების დინამიკა და ის, რომ არ იყოს საზოგადოებაში ზედმეტი პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა შეიძლება იყოს ოპოზიციის ფანი ან ოპოზიცია მთავრობის ფანი. ისინი კონკურენტები არიან. ვიყავი ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი და ჩემი მიმართვა პოლიტიკური ძალებისადმი იქნება ის, რომ არ მოხდეს ზედმეტი პოლარიზაცია საზოგადოებაში. მე, როგორც მეგობარმა, შემიძლია გითხრათ, რომ უნდა არსებობდეს განსხვავებები, მაგრამ არ უნდა იყოს ურთიერთშეტევა, რაც შელახავს ქვეყნის იმიჯს", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზე მანუელ ბაროზომ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია