დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - საქართველოს მთავრობის მხრიდან ასოცირების ახალი ეტაპის წარმატებით განხორციელებისთვის მზაობა არის
ავტორი:
2014/დეკემბერი/18 22:30:02
ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება არის კიდევ ერთი დიდი ეტაპის დასრულება და ახალი ეტაპის დაწყება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან მზაობა არის ახალი ეტაპის წარმატებით განხორციელებისთვის.
"მივულოცავ ყველა მოქალაქეს დღევანდელ დიდ დღეს. ეს არის კიდევ ერთი დიდი ეტაპის დასრულება. ამ წარმატებაში თითოეულმა მოქალაქემ ჩადო თავისი წვლილი. რეზოლუციაში ბევრგან არის ნახსენები უახლესი რეფორმები. ამ უახლესი რფორმების განხორციელებაში, რომელიც მოთმინებას, ძალისხმევას მოითხოვს, ჩვენი მოქალაქეები მთავრობასთან ერთად მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ. ბევრ მოწოდებაზე, რომელიც ნახსენებია რეზოლუციაში, დაწყებულია მუშაობა. ამის ერთი მაგალითია საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსში ბავშვთა უფლებების უკეთ დაცვაზე ჩანაწერი. მზაობა არის ახალი ეტაპის წარმატებით განხორციელებისთვის", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე. აგრეთვე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა.
ამ დრომდე დოკუმენტის რატიფიკაცია 11 ქვეყანამ მოახდინა. ეს ქვეყნებია: ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი და დანია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია