დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი - მოსალოდნელი საფრთხეებისთვის ნატო მზად უნდა იყოს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/11 22:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/vashchikovskivitoldi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457095-vitold-vashchikovski-mosalodneli-safrthkheebisthvis-nato-mzad-unda-iyos.html", "headline": "ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი - მოსალოდნელი საფრთხეებისთვის ნატო მზად უნდა იყოს ", "datePublished": "2017-10-11 17:49:32", "dateModified": "2017-10-11 17:49:32", "description": "პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/vashchikovskivitoldi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, „Bucharest 9“ ფორმატში, ვარშავაში შეხვედრა გამართეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები საქართველოსთან პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას გააძლიერებენ ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ლეგიტიმური მისწრაფებების მხარდაჭერის მიზნით.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის განცხადებით, შეხვედრის დროს მხარეებმა რეგიონის უსაფრთოების საკითხებზე იმსჯელეს. ვაშჩიკოვსკის თქმით, მოსალოდნელი საფრთხეებისთვის ნატო მზად უნდა იყოს. ამ კუთხით, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა რუსულ-ბელორუსულ სამხედრო წვრთნებზე, რომელმაც, მისი თქმით, სხვა გარემოებებთან ერთად, რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვია.

ვაშჩიკოვსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, გასულ წელს, ვარშავაში გამართულ ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობას. მისი განცხადებით, რეგიონის თავდაცვის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რუსეთთან გამართული დიალოგის ფონზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 738
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია