დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით დონდუამ იან კელისთან ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგის საკითხები განიხილა
ავტორი:
2017/სექტემბერი/28 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/dondua_65191.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454711-davith-donduam-ian-kelisthan-zhenevis-molaparakebebis-morigi-raundis-dghis-tsesrigis-sakithkhebi-ganikhila.html", "headline": "დავით დონდუამ იან კელისთან ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგის საკითხები განიხილა", "datePublished": "2017-09-28 05:49:28", "dateModified": "2017-09-28 05:49:28", "description": "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის შეხვდა. როგორც „...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/dondua_65191.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებას და ამ კონტექსტში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურებულ პროვოკაციულ ნაბიჯებს.

ასევე განიხილეს ჰუმანიტარული შედეგები, რაც საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას და
ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას მოჰყვა.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე, მათ შორის, მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვაზე. ყურადღება გამახვილდა ასევე გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობების იძულებით დარიგების პრაქტიკაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების აუცილებლობას, რისი უზრუნველყოფაც უნდა მოხდეს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მეშვეობით.
მათივე ცნობით, განსაკუთრებულად აღინიშნა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობა.

ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი - ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს თავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით 2017 წლის 10-11 ოქტომბერს გაიმართება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია