დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - 2014 წელს დადასტურდა, რომ არ შესრულდება ის დაპირებები, რომელსაც ხალხმა 2012 წელს ხმა მისცა
ავტორი:
2014/დეკემბერი/31 00:00:03
2014 წლის შეფასება ოპტიმიზმის ნაკლებ საფუძველს მაძლევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2014-მა წელმა გამოაჩინა, რომ მთავრობას არ გააჩნია ხალხის პრობლემების მოგვარებისა და ქვეყნის პოზიტიური განვითარების გეგმა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, პრაქტიკულად 2014 წელს დადასტურდა, რომ არ შესრულდება ის დაპირებები, რომელსაც ხალხმა 2012 წელს ხმა მისცა. "ამის შედეგი იყო, რომ 2015 წელს ჩვენ ვხვდებით კიდევ ერთხელ გარღვეული ბიუჯეტით, გაზრდილი ვალით, გაუზრდელი პენსიით, მომატებული უმუშევრობით. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მთავრობა არ არის მზად ქვეყანა წაიყვანოს წინ, განვითარებისკენ", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისივე შეფასებით, 2014 წელი მთავრობისთვის მუდმივი დაპირისპირების წელი იყო. დავით ბაქრაძემ ამ კონტექსტში მოიყვანა დაპირისპირება ოპოზიციასთან, პრეზიდენტთან, უცხოელ პარტნიორებთან, ჟურნალისტებთან, ყოფილ მინისტრებთან, უმრავლესობის წევრებთან, არასამთავრობო სექტორთან. მისივე თქმით, პრაქტიკულად არ დარჩა საზოგადოების არც ერთი სეგმენტი, რომელსაც მთავრობა გასული წლის განმავლობაში არ დაუპირისპირდა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოსაზრებით, 2014 წელს მთავრობამ ნათლად გამოაჩინა, რომ არაფრის გამოსწორებას არ აპირებს. ამის მაგალითად დავით ბაქრაძემ უკანონო მოსმენები დაასახელა.
"საზოგადოებას ჰქონდა სრულიად სამართლიანი პრეტენზია ჩვენს ხელისუფლებასთან უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით. ამ მთავრობამ, იმის მაგივრად, რომ გამოესწორებინა, მიგვიყვანა პარადოქსამდე, როდესაც დღეს არის დაკანონებული უკანონო მოსმენები, ისეთი კანონი მიიღეს", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მანვე ამავე კონტექსტში პრემიები მოიყვანა და განაცხადა, რომ საზოგადოებას ჰქონდა სამართლიანი პრეტენზია მათი ხელისუფლების მიმართ თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით. ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელმა მთავრობამ 2015 წელს 350 მილიონით გაიზარდა საკუთარი ხარჯი.
უმცირესობის ლიდერმა პოზიტიურ ფაქტებზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით, ასოცირების ხელშეკრულება გამოყო. მისივე თქმით, მკვეთრად გააქტიურდა არასამთავრობო სექტორი. დავით ბაქრაძემ პოზიტიურ ასპექტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც გამოყო, თუმცა დასძინა, რომ "ესეც ძალიან სერიოზული ხარვეზებით გაკეთდა".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 925
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია