დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვაშაძე - მოვიგებთ ბათუმს და დაიწყება კიდევ ერთი აღმშენებლობის ხანა
ავტორი:
2014/ივნისი/11 23:00:04
ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს ბათუმში და იმედი მაქვს, რომ სერიოზული შედეგი გვექნება. ალბათ, მოვიგებთ ბათუმს და ამითი დაიწყება კიდევ ერთი აღმშენებლობის ხანა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს განაცხადა.
ანგისის სტადიონთან შეკრებილ მომხრეებს გიორგი ვაშაძე "შეჩერებული პროექტების ამუშავებას" და საქმის კეთებაში შეჯიბრს შეჰპირდა.
"რეალურად ბათუმმა ყველაზე მეტად დაინახა რა არის განსხვავება საქმის კეთებასა და უსაქმურობას შორის, იმიტომ, რომ ქალაქი რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, ფაქტობრივად, გაჩერებულია. მთელი რეგიონი გაჩერებულია, ყველა პროექტი გაჩერებულია. ადგილობრივი ბიუჯეტი გაამესამედეს, ეს არის რეალური პრობლემა ამ ქალაქისთვის. ჩვენ ყველას ვთავაზობთ, დაპირისპირებასა და ლანძღვაში კი ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს, შევეჯიბროთ ერთმანეთს საქმის კეთებაში", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეჩერებული პროექტების ამუშავებას პროფესიონალების დახმარებით შეძლებს.
"პრობლემები ბევრია, მთელი აჭარა მაქვს შემოვლილი. ჩვენი დაპირება მარტივია, ჩვენი გუნდის მოსვლის შემთხვევაში, ჩვენ ვპირდებით ამუშავებას ყველა იმ პროექტის, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო, ყველა პერსპექტიული პროექტი, რომელიც დასაწყები იყო, უნდა განხორციელდეს. ჩვენ შევძლებთ ამ ყველაფერს პროფესიონალების მუშაობით, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ", - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ანგისის დასახლებაში მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ასამბაძე წარადგინეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია