დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძემ მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა
ავტორი:
2018/მარტი/03 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze2_45332.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/481204-irakli-kobakhidzem-moldovas-respublikashi-viziti-sheajama.html", "headline": "ირაკლი კობახიძემ მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა", "datePublished": "2018-03-03 06:25:00", "dateModified": "2018-03-03 06:25:00", "description": "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შემდგომი განვითარება და ამისთვის ბე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze2_45332.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შემდგომი განვითარება და ამისთვის ბევრი რამ გაკეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიშინიოვში საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოლდოველ კოლეგასთან, ანდრიან კანდუსთან და პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ასევე, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა დელეგაციების ხელმძღვანელთა შემაჯამებელი შეხვედრა.

“დღეს სრულდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან, გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და ასევე, მონაწილეობა მივიღეთ ჩვენს მიერ ინიცირებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს სამმხრივ თანამშრომლობასთან და უსაფრთხოების საკითხებთან, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნებისთვის. იყო ძალიან საინტერესო ღონისძიება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შემდგომი განვითარება და ამისთვის ბევრი რამ გაკეთდება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია