დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი მელაშვილი აკაკი ჩხენკელმა შეცვალა
ავტორი:
2013/დეკემბერი/13 15:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალ უფროსად აკაკი ჩხენკელი წარადგინა.
მისი თქმით, აკაკი ჩხენკელი პროფესიით ეკონომისტია. კვალიფიკაცია აქვს გავლილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენტაგონში, ასევე გერმანიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის ეროვნულ ცენტრში.
"ბოლო ერთი წელი ერთად ვიმუშავეთ და მე ძალიან მადლიერი ვარ მისი. ის არის მაღალი დონის სპეციალისტი და ღირსეულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოსტი აქამდე ირაკლი მელაშვილს ეკავა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1225
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია