დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ფარცხალაძეს ნასამართლობის გამო თანამდებობაზე არ დავნიშნავდი
ავტორი:
2013/დეკემბერი/30 15:00:02
ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ფარცხალაძეს გერმანიაში ნასამართლობის გამო თანამდებობაზე არ დავნიშნავდი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, შესაბამის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
"რაც შეეხება ბატონი ფარცხალაძის მიმართ არსებულ ასპექტებს, გერმანიაში ნასამართლობის გამო მას ამ თანამდებობაზე დავნიშნავდი თუ არ დავნიშნავდი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ არა, იმიტომ რომ ვიცი, ეს მერე იქნებოდა გამოყენებული ასეთი მიზნებისთვის. ამასობაში თანამდებობაზე უკვე დანიშნულ ფარცხალაძეს ამ ფაქტის გამო გავათავისუფლებდი თუ არა – არა, არ გავათავისუფლებდი, იმიტომ რომ, თუ დავნიშნეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს არა არის იმ დონის მორალური პრობლემა, მაშინ მისი ამ მიზეზით თანამდებობიდან გადაყენება იქნება არასწორი ნაბიჯი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია