დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმით პრემიერ-მინისტრიც დაინტერესებულია და მიმდინარე სამუშაო პროცესის საქმის კურსშია
ავტორი:
2018/იანვარი/11 16:00:02
../photo/2015_02/0-1aDekemb-2014/sesiashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472664-irakli-sesiashvilis-informaciith-samkhedro-savaldebulo-samsakhuris-reformith-premier-ministric-dainteresebulia-da-mimdinare-samushao-procesis-saqmis-kursshia.html", "headline": "ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმით პრემიერ-მინისტრიც დაინტერეს...", "datePublished": "2018-01-11 11:51:47", "dateModified": "2018-01-11 11:51:47", "description": "თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, სამხედრო სავალდებულო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1aDekemb-2014/sesiashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმით პრემიერ-მინისტრიც დაინტერესებულია და მიმდინარე სამუშაო პროცესის საქმის კურსშია.

სესიაშვილის თქმით, იმისთვის, რომ რეფორმით კონკრეტული შედეგი მივიღოთ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და ერთობლივი მუშაობა. დეპუტატის შეფასებით, სამხედრო სავალდებულო სამსახური ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება და შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაიხვეწოს წვევამდელთა სისტემა, რადგან ნებისმიერი წვევამდელი მომავალი რეზერვისტია.

“ყველანი ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს. ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და ყველა წვევამდელი სამხედრო მომზადებას გადის. მათთვის სოციალური პირობებიც გაუმჯობესდა და ისინი დასვენების უფლებითაც სარგებლობენ. სამხედრო სავალდებულო სამსახური არის კომპლექსური თემა, რადგან წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გავლა სხვადასხვა უწყებაში უწევთ. რეფორმაზე მუშაობას ვიწყებთ და სამუშაო პროცესში დავინახავთ, რომელ უწყებას რა ტიპის პრობლემები აქვს. ჩვენ საერთო პრინციპებზე შევთანხმდებით და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საკუთარ უწყებებში, წვევამდელთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის რეჟიმსა და პროცედურებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა, გარკვეულ უწყებებში, სტუდენტების და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიერ წვევამდელთა ჩანაცვლების შესაძლო მოდელებზეც იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები დაესწრნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 588
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია