დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით საგანელიძე პეკინში ჩინეთის უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდა
ავტორი:
2014/დეკემბერი/18 12:00:16
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ, პეკინში ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა, რკინიგზის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, იმპორტ-ექსპორტისა და კვების პროდუქტების გადამუშავების სფეროში დასაქმებულ ჩინეთის უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელებთან გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
დავით საგანელიძემ კორპორაციების წარმომადგენლებს საქართველოში განსახორციებელი მსხვილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ბიზნესმენები საქართველოში ვიზიტით მოიწვია და სასურველი შეხვედრების დაგეგმვა შესთავაზა.
დავით საგანელიძის განცხადებით, მისი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის ამოცანაა საქართველო-ჩინეთს შორის ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლების დაახლოებას და ჩინური კომპანიებისათვის საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირებას.
დღესვე ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ჩინეთის სახელისუფლებო პარტიის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჟოუ ლის შეხვდა.
მხარეებმა მომავალ წელს ჩინეთში ჩანიშნული საქართველოს დელეგაციების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, საპარლამენტო დელეგაციისა და საქართველოს ბიზნესმენთა ჯგუფის ვიზიტების შესახებ ისაუბრეს და სავარაუდო ვადები და ფორმატი გაწერეს.
ჩინეთის სახელისუფლებო პარტიის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოში საინვესტიციო პროექტებზე გაზრდილ დაინტერესებაზე ისაუბრა. ჟოუ ლის განცხადებით, მას უკვე მიმართა რამდენიმე კორპორაციის წარმომადგენელმა საქართველოში სამუშაო ჯგუფის გაგზავნის სურვილით.
ჩინეთის სახალხო კრების (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონ ჟაო შაოხუასთან შეხვედრაზე საქართველო-ჩინეთს შორის კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები იქნა განხილული, კერძოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინიციატივა "აბრეშუმის გზა-ეკონომიკური სარტყელი". საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოს წინსვლას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
თავის მხრივ, დავით საგანელიძემ ჟაო შაოხუას ჩინეთის სახელისუფლებო პარტიის საგარეო დეპარტამენტთან შეხვედრის შედეგები გააცნო და ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
ხვალ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ჩინეთის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება, რის შემდეგ შანხაიში გაემგზავრება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია