დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
2014/იანვარი/31 22:30:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორვატიის პრეზიდენტ ივო იოსიპოვიჩს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებული ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები.
აღინიშნა, რომ ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ხორვატული მხარის მხარდაჭერა და მისი გამოცდილების გაზიარება.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის სხვა აქტუალური საკითხები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია