დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თომას მელია - ქართულმა დემოკრატიამ ზრდა განიცადა
ავტორი:
2014/აპრილი/26 10:00:02
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის სამუშაო ჯგუფის მრავალფეროვნება მეტყველებს იმაზე, რომ ქართულმა დემოკრატიამ ზრდა განიცადა.
ამის შესახებ აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, თომას მელიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის, დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ისინი მადლიერები არიან საქართველოს დელეგაციის არა მხოლოდ იმ მასპინძლობისთვის, რომელიც მათ იგრძნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ყოფნისას, არამედ იმის გამოც, რომ ეს შეხვედრა საკმაოდ ინკლუზიური იყო.
"შეხვედრაზე წარმოდგენილები იყვნენ როგორც მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე პარლამენტის წევრები, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიცის მხრიდან და წარმოდგენილი იყვნენ ასევე ომბუდსმენის წარმომადგენლები. ეს საკმაოდ უცხოა ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ გვიხდება შეხვედრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ეს ნამდვილად მეტყველებს იმ დიდ ზრდაზე, რომელიც ქართულმა დემოკრატიამ უკანასკნელ პერიოდში განიცადა", - აღნიშნა თომას მელიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია