დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა
ავტორი:
2014/ივნისი/18 15:00:04
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერჟ სარგსიანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დახვდნენ.
პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი სომეხ კოლეგას პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებს. მოგვიანებით, სერჟ სარგსიანი გიორგი მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის თეატრში საიათნოვას დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტს დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გამართავს.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან სომხეთის საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, კულტურის და დიასპორის მინისტრები, ასევე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები.
სერჟ სარგსიანი საქართველოდან სომხურ დელეგაციასთან ერთად 19 ივნისს გაემგზავრება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია