დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ თანამდებობაზე შეცვალა
ავტორი:
2013/დეკემბერი/12 16:30:03
ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვანი იუბილეს საორგანიზაციო კომისიის თანათავმჯდომარის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.
გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვანი იუბილეს საორგანიზაციო კომისიის მორიგ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერი აღნიშნული კომისიის საპატიო წევრად რჩება.
"კომისიის წევრებმა 2014 წელს დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებზე იმსჯელეს. სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების გარდა, საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ებრაელთა ისტორიის ეროვნული მუზეუმის გახსნა, ასევე გაიმართება საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი. ღონისძიებების მომზადების სამუშაოებში ჩართული არიან საგარეო საქმეთა, კულტურის, სპორტისა და დიასპორის სამინისტროები", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარე ჯამლეტ ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ისრაელში ვიზიტის აღსანიშნავად შექმნილი სპეციალური ფოტოალბომი გადასცა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია