დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის II სესია გაიმართა
ავტორი:
2013/ნოემბერი/21 23:00:04
კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში", აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის "საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია" ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის II სესია გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს, ტრენინგ-პროგრამის II სესია, რომელსაც 60-მდე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა, მუნიციპალიტეტებში გარემოს დაცვის პრობლემების იდენტიფიცირების, პროექტების დაგეგმვისა და მართვის საკითხებზე სწავლებას მოიცავდა.
მათივე ინფორმაციით, მონაწილეებს ლიტვის თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა და ქალაქების მერებმა გარემოს დაცვის სფეროში ლატვიის გამოცდილება გააცნეს. ტრენინგის ერთი სამუშაო დღე თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარე საკითხებს დაეთმო.
ასოციაციის ცნობით, პროგრამა წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე.
მათივე ცნობით, აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია