დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - მარნეულის უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებში მონაწილე პირმა საქართველო ვიდეოს გავრცელებამდე დატოვა
ავტორი:
2014/ივნისი/18 00:30:02
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელის ინფორმაციით, მარნეულის საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებში მონაწილე პირმა საქართველო ვიდეოს გავრცელებამდე დატოვა.
როგორც თინა ხიდაშელმა "პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას თემის კომენტირებისას განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობას" შტაბში, ეს ვიდეო ჰქონდა, დღის ბოლომდე მოიცადეს და არ გამოაქვეყნეს.
"სამწუხაროდ, ჩვენი ინფორმაციით, ვინც კადრებში ჩანს, მას დატოვებული აქვს ქვეყანა. იმ დღეს, სანამ ვიდეო გამოქვეყნდებოდა, მანამდე დატოვა ქვეყანა. სწორედ ამაშია საქმე. ბატონ უგულავას ან ვიღაცეებს იქ, იმათ, შტაბში, ეს ვიდეო ჰქონდათ და დღის ბოლომდე მოიცადეს და არ გამოაქვეყნეს. ტაქტიკური მოსაზრება ჰქონდათ, რომ იმ კაცს უნდა დაეტოვებინა ქვეყანა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოექვეყნებინათ ვიდეო", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. ამასთან, დეპუტატი მარნეულში გაყალბებას არ გამორიცხავს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მარნეულში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. გუშინ გამართულ ბრიფინგზე პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნებზე გადაღებული გაყალბების ამსახველი ვიდეომასალა წარმოადგინა. როგორც უგულავამ განაცხადა, აღნიშნული ვიდეომასალა "თავისუფალი ზონის" აქტივისტმა ანა გურგენიძემ გადაიღო, რომელმაც უბანზე კამერა ჩართული დატოვა.
უგულავს თქმით, კადრებში ჩანს, რომ ერთი და იგივე პირი საარჩვენო ყუთში რამდენიმე ბიულეტენს აგდებს. მისი თქმით, ეს პირი არის ნაზიმ ალიევი, რომელიც მარნეულის დეპუტატის ნათესავია და ადგილობრივ ავტორიტეტად მიიჩნევა.
"ამ გაყალბებული შედეგებიდან ჩანს, რომ ის სწორედ თოფჩიშვილისა და ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა. ჩვენ საზოგადოებას და საოლქო საარჩევნო კომისიას წარვუდგენთ მეორე ვიდეომასალას, სადაც ანალოგიური ვითარება ხდება. პირველი, რასაც ჩვენ მოვითხოვთ არის ის, რომ აღდგეს ხალხის არჩევანი", - აღნიშნა უგულავამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია