დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/მარტი/19 22:30:02
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრას 70-ზე მეტი ამერიკული, საერთაშირისო და ქართული კომპანიების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი მასპინძლობდა.
მინისტრმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა და ისაუბრა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში გამართული შეხვედრების დროს განხილულ საკითხებზე.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და შეერთებული შტატების სტრატეგიული და პარტნიორული თანამშრომლობა, მათ შორის, ორივე მხარის სურვილი, განავითარონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
"საქართველო და აშშ წარმატებულად თანამშრომლობენ ეკონომიკის სხვადასხვა საკითხებზე, არსებობს დიდი პოტენციალი იმისა, რომ უფრო მეტად გაღრმავდეს კავშირები ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში; არა მარტო სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის, არამედ ბიზნეს თანამშრომლობის გზითაც. სწორედ ბიზნესი უნდა იყოს ამ ურთიერთმომგებიანი საქმიანობის ავანგარდში", - აღნიშნა მინისტრმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი მიზნად ისახავს სწორედ ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების მზარდი დინამიკის შესაძლებლობების განსაზღვრას და მზადყოფნას ორგანიზება გაუწიოს დისკუსიებს ექსპერტებს შორის, ასევე, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის დაახლოებას.
მინისტრმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით, რაც მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ახალ შესძლებლობებს მისცემს ბიზნესის წარმომადგენლებს.
მინისტრის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრმა სწორედ საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის მომავალი განვითარების პოზიტიურ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება. ამ ფაქტორებს შორის არის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი სააგენტოების დადებითი რეიტინგი საქართველოში ეკონომიკისა და ბიზნეს გარემოს სხვადასხვა ასპექტებში, ასევე თანაინვესტირების ფონდის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პრიორიტეტულ სექტორში პროექტების დამატებით დაფინანსებასა და ქვეყანაში ახალი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
"იმედი გვაქვს, რომ ახალი შესაძლებლობები, ინვესტიციების კუთხით, გათვალისწინებული იქნება ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოო სექტორებში, რომელთათვის ჩვენი ბაზრის ხელმისაწვდომობა მიმზიდველი იქნება. საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩვენ ვაწარმოებთ კონკურენტუნარიანი სექტორების ანალიზს, რათა განვსაზღვროთ საინვესტიციო ნაკადების სტიმულირების გზები, მოვიზიდოთ ახალი ტექნოლოგიები და საქართველოში შევქმნათ მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქცია,"-განაცხადა მინისტრმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 929
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია