დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი - ადრე თუ გვიან ხნულები გაუქმდება და ადამიანები გაერთიანდებიან
ავტორი:
2018/მაისი/08 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/volski2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492024-gia-volski-adre-thu-gvian-khnulebi-gauqmdeba-da-adamianebi-gaerthiandebian.html", "headline": "გია ვოლსკი - ადრე თუ გვიან ხნულები გაუქმდება და ადამიანები გაერთიანდებიან", "datePublished": "2018-05-08 13:20:45", "dateModified": "2018-05-08 13:20:45", "description": "ეს არის რეალობა, რომელსაც თვალის გასწორება სჭირდება, მუშაობა სჭირდება და ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს ხ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/volski2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეს არის რეალობა, რომელსაც თვალის გასწორება სჭირდება, მუშაობა სჭირდება და ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს ხნულები იქნება გაუქმებული და ადამიანები გაერთიანდებიან, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი სოფელ ნიქოზში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხნულების გავლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

"პატრულირების თემა ამ საკითხს ვერ წყვეტს. ამ საკითხს წყვეტს ის სავალალო ფაქტი, რომელიც დაუშვა ხელისუფლებამ მაშინ, როცა ვერ გათვალა და არ დაუჯერა მოკავშირე ქვეყნებს, ჩაება ისეთ ავანტიურაში, რომელმაც ოკუპაციამდე მიგვიყვანა. დაპირისპირება შესაძლებელია, თუმცა ხნულების გავლება მიმდინარეობს იმ ხაზზე, რომელიც 2008 წლის ბრძანებულებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაადგინა, როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდის საზღვარი და ომის შემდეგ სწორედ ამ ხაზს მიუყვება ეს ხნული. ეს არის რეალობა, რომელსაც თვალის გასწორება სჭირდება, მუშაობა სჭირდება და ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს ხნულები იქნება გაუქმებული და ადამიანები გაერთიანდებიან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება საპროტესტო მექანიზმებს, გია ვოლსკის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" და მის საინფორმაციო საშუალებებს საგანგებო ამოცანა აქვთ, რომ საზოგადოებას შეუქმნან შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე არ ლაპარაკობს.

"გამონათქვამიც არის - საქართველოს თემა რადარებიდან ქრება. ახლა წამოვიდა შეკითხვები, აცნობებს თუ არა საქართველო ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას. აცნობებს კი არა, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში ამ თემაზე მიმდინარეობს ინტენსიური პოლიტიკური საუბარი", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 760
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია