დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობა რამდენიმე ელჩის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/26 11:00:02
საქართველოს მთავრობა რამდენიმე ელჩის როტაციის წესით თანამდებობიდან გათავისუფლებაზე იმსჯელებს. აღნიშნულ საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე წარადგენს.
დღის წესრიგის თანახმად, მთავრობა განიხილავს შემდეგი ელჩების გათავისუფლების საკითხს - უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ უკლება; ვატიკანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი; ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანებო და სრულუფლებიანი ელჩი შოთა ღვინერია, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ კაჭკაჭიშვილი.
ამასთან, მინისტრთა კაბინეტი მიხეილ უკლებას კანდიდატურას იმავე თანამდებობაზე წარდგენის თაობაზეც იმსჯელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია