დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა ბახტაძე - მთავარი პროკურორი უნდა იყოს თავისი საქმის ძალიან მაღალი პროფესიონალი, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნდობის ხარისხი და ხედვა
ავტორი:
2018/ივნისი/19 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/baxtadze_adf41.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499373-mamuka-bakhtadze-mthavari-prokurori-unda-iyos-thavisi-saqmis-dzalian-maghali-profesionali-unda-hqondes-shesabamisi-ndobis-khariskhi-da-khedva.html", "headline": "მამუკა ბახტაძე - მთავარი პროკურორი უნდა იყოს თავისი საქმის ძალიან მაღალი პროფესიონალი, უნდა ჰქონდეს ...", "datePublished": "2018-06-19 16:36:49", "dateModified": "2018-06-19 16:36:49", "description": "კრიტერიუმები, რითაც მთავარი პროკურორის კანდიდატურა უნდა შეირჩეს არის შემდეგი, რომ უნდა იყოს თავისი ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/baxtadze_adf41.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კრიტერიუმები, რითაც მთავარი პროკურორის კანდიდატურა უნდა შეირჩეს არის შემდეგი, რომ უნდა იყოს თავისი საქმის ძალიან მაღალი პროფესიონალი, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნდობის ხარისხი და ხედვა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ რეფორმების ძალიან მაღალ სტანდარტს, რაც ჩვენ გვსურს, რომ გავაკეთოთ, - ასე უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, სერგი კაპანაძის შეკითხვას რომელიც ახალი პროკურორის შერჩევას და ამ პროცესში იუსტიციის მინისტრის როლს შეეხებოდა.

სერგი კაპანაძე დაინტერესდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პოზიციით, არის თუ არა ის მზად, პროკურორი შეარჩიოს ისე, როგორც ეს საზოგადოების მოთხოვნაა. „თეა წულუკიანის მიმართ არის ნულოვანი ნდობა. ხართ თუ არა მზად დააკმაყოფილოთ საზოგადოების მოთხოვნა და მთავარი პროკურორი ისეთი შეირჩეს, რომელზეც იქნება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. ანუ სრული ანტიპოდი იმისა, რაც არის დღეს თეა წულუკიანის საქმიანობის მიმართ. ისეთი კანდიდატურა, რომელზეც ყველა შეთანხმდება, რომ ამ ადამიანს მართლაც შეეძლება გახმაურებული საქმეები იქნაბა თუ გაუხმაურებელი საქმეები, მიიყვანოს ბოლომდე პოლიტიკური წნეხის გარეშე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„გენერალური პროკურორი არის სისტემურად მნიშვნელოვანი თანამდებობა და რაც შეგვიძლია დღეს დაგიდასტუროთ, არის ის, რომ ბუნებრივია მისი შერჩევა და ის კრიტერიუმები, რითაც უნდა შეირჩეს, უნდა იყოს თავისი საქმის ძალიან მაღალი პროფესიონალი, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნდობის ხარისხი და უნდა ჰქონდეს ხედვა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ რეფორმების ძალიან მაღალ სტანდარტს, რაც ჩვენ გვსურს, რომ გავაკეთოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ სერგი კაპანაძის პასუხად.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია