დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი შიდა ქართლის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 1,200-მდე ოჯახს დაეხმარება
ავტორი:
2013/ნოემბერი/27 21:30:02
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხვალ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელებს შეხვდებიან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრებენ დახმარებაზე, რომელსაც გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას გაუწევს. ამ დახმარებას ორგანიზაცია საქართველოს მთავრობის თხოვნის საპასუხოდ განახორციელებს.
დეკემბრის პირველი კვირის განმავლობაში, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი დაეხმარება ექვსი მუნიციპალიტეტის 60 სოფელში მცხოვრებ იმ 1,200-მდე ქართულ ოჯახს, რომელიც შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს. ორგანიზაციამ 200,000 დოლარზე მეტი გამოყო, ზამთრის პერიოდში, შიდა ქართლის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ყველაზე მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, სადაც ბავშვების ასაკი არ აღემატება 18 წელს და მარტოხელა მოხუცებს. თითოეული ოჯახი მიიღებს 300 ლარამდე თანხას, რომელიც პირდაპირ მათ საბანკო ანგარიშებზე დაირიცხება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია