დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
ავტორი:
2017/ნოემბერი/10 09:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/telasi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462152-skhvadaskhva-samushaoebis-chatarebis-gamo-thbilisis-natsils-eleqtromomarageba-sheizghudeba.html", "headline": "სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება", "datePublished": "2017-11-10 04:39:41", "dateModified": "2017-11-10 04:39:41", "description": "სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. რო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/telasi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანია ”თელასიდან” აცნობეს, სამგორის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორიის, სამგორი-I დასახლების, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოლოლაკის ხევის, კომკავშირის ხეივნის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბოტანიკის, პუშკინის, ვაჩნაძის, ასათიანის, ბარათაშვილის, გუდიაშვილის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის, კალანდაძის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს. ამავე რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის და ზემო ვაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჩიქობავას და ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით კი, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის მოედნის, ნინო ჩხეიძის, თოიძის, წმინდა ნიკოლოზის, ბუხაიძის, გორკის და ციმაკურიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათის, ფეიქართა და ანდრონიკაშილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, დავით სარაჯიშვილის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღომის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დიდი დიღმი III მიკრორაიონის ნაკვეთების, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნი და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და გიორგი წერეთლის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია