დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვაშაძე - ქუთაისში მეორე ტური გარდაუვალია
ავტორი:
2014/ივნისი/16 00:00:02
ქუთაისში არჩევნები არ დასრულებულა და გვაქვს ინფორმაცია, რომ მეორე ტური გარდაუვალია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან ქუთაისში რიგ საარჩევნო უბნებში "კარუსელებსაც" ჰქონდა ადგილი.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ მეორე ტური ქუთაისში გარდაუვალია, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაციას უფრო მოგვიანებით გავავრცელებთ. მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ უბანში არჩევნები ფაქტობრივად გაყალბდა და ადგილი ჰქონდა "კარუსელებსაც". როგორც ჩანს "ქართული ოცნება" ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც მათ ხალხს მისცეს", - აღნიშნა ვაშაძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია