დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზუგდიდის საკრებულოს პირველივე სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა
ავტორი:
2017/ნოემბერი/14 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/zugdidissakrebulo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462997-zugdidis-sakrebulos-pirvelive-skhdoma-opoziciam-protestis-nishnad-datova.html", "headline": "ზუგდიდის საკრებულოს პირველივე სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა", "datePublished": "2017-11-14 16:41:51", "dateModified": "2017-11-14 16:41:51", "description": "ზუგდიდის საკრებულოს პირველივე სხდომა ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი საკ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/zugdidissakrebulo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ზუგდიდის საკრებულოს პირველივე სხდომა ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა წოწერიას მიერ განსახილველად გამოტანილი საკითხის შესასწავლად დროს ითხოვდნენ.

საკითხი ეხებოდა თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებას.

მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნისა, საკითხი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად მაინც გაიტანეს, რასაც მცირე კამათი მოჰყვა. ოპოზიციონერები აღნიშნული საკითხის განხილვის ხვალამდე გადადებას ითხოვდნენ, რასაც საკრებულოს სხვა წევრები არ დაეთანხმნენ. სიტყვიერი დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ სხდომის დატოვების შემდეგ დასრულდა.
ენმ-ს წევრის, ანა წითლიძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხს საკრებულოს უმრავლესობა ისე ამტკიცებს, რომ წაკითხულიც არ აქვს. „დღის წესრიგის წაკითხვისთანავე ვთქვით, რომ ამ საკითხების დღეს განხილვა არ შეიძლებოდა, რადგან საკრებულოს წევრებს, მათ შორის არც უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვთ რას ამტკიცებენ, რა თანამდებობრივ სარგოებზეა საუბარი. უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ მათ ასე უნდათ. საერთოდ არ აინტერესებთ არავისი აზრი. ეს არის ძალიან ცუდი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამ საკრებულოს აქცევენ სანოტარო ბიუროდ, ისევ მონურ მდგომარეობაში იქნება მერიასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრ ბათლომე შელიას თქმით, ასგვერდიანი დოკუმენტის განხილვა დღეს ვერ მოესწრებოდა და უმრავლესობამ არც კი იცის, რას დაუჭირა მხარი.

„ეს დოკუმენტი ას გვერდზე მეტია. დღეს უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ იცნობენ ამ დოკუმენტს. ჯერ ერთი საიდან იცნობენ?! ისინი უბრალოდ ასრულებენ დავალებას. მათ დაავალეს, რომ ხმა მისცენ იმ დოკუმენტს, რომელსაც არც ერთი მათგან არ იცნობს“, - აღნიშნა ბათლომე შელიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა წოწერიას თქმით, აღნიშნული დოკუმენტის განხილვის შესაძლებლობა საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდა. მისივე განმარტებით, თუ დეპუტატებს რაიმე შენიშვნები ექნებათ, შემდეგ სხდომებზე მათი განხილვის შესაძლებლობა აუცილებლად ექნებათ.
დღეს ზუგდიდის ახალაარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია