დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე - „მაუწყებლობის შესახებ კანონი“ „ჯიდიესის“ ფარდულებში შეიქმნა
ავტორი:
2018/თებერვალი/21 16:00:01
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/gociridze_f07f4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479459-roman-gociridze-mautsyeblobis-shesakheb-kanoni-jidiesis-fardulebshi-sheiqmna.html", "headline": "რომან გოცირიძე - „მაუწყებლობის შესახებ კანონი“ „ჯიდიესის“ ფარდულებში შეიქმნა", "datePublished": "2018-02-21 12:13:33", "dateModified": "2018-02-21 12:13:33", "description": "„მაუწყებლობის შესახებ“კანონპროექტი პარლამენტში არ შექმნილა. ამ კანონის მიღება არც ერთს არ გინდათ და ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/gociridze_f07f4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „მაუწყებლობის შესახებ“კანონპროექტი პარლამენტში არ შექმნილა. ამ კანონის მიღება არც ერთს არ გინდათ და გულში ყველას გრცხვენიათ, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

გოცირიძის თქმით, დეპუტატებმა არც იციან, რეალურად სად დაიწერა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები.

„კანონი, რომელიც ახლა განიხილება, ფორმალურად არის შექმნილი პარლამენტში. მას ჰყავს კონკრეტული ავტორები და ამ ავტორთა ზოგიერთმა ნაწილმა შემდეგ ამ კანონს არ დაუჭირა მხარი. კომიკური სიტუაციაა, არა?! - კანონი დაწერეს, წარადგინეს და მერე სადღაც გაახსენდათ, რომ თურმე ეს კანონი ყოფილა ცუდი. პარლამენტში ეს კანონი არ შექმნილა. ტყუილად იბრალებთ ავტორობას. ეს კანონი შეიქმნა სადღაც „ჯიდიესის“ ფარდულებში და სარდაფებში და შემოგაჩეჩეს ხელში. თქვენ კანონებს ხელში გაჩეჩებდათ მთავრობა და ჯანდაბას, რაღაც ღირსების მომენტი შეიძლება შენარჩუნებული გქონდეს, როდესაც მთავრობის კანცელარია ხარ. დღეს თქვენ საზმაუს ფილიალის თუ „ჯიდიესს“ მიერთებული ტელევიზიის ფილიალი გახდით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ვერ გაუწიეთ წინააღმდეგობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონის მიღება არც ერთს არ გინდათ და გულში ყველას გრცხვენიათ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაადასტურებს, რომ მას სჭირდება დამატებითი ორი მილიონი, ის მხარს დაუჭერს ბიუჯეტიდან დაფინანსების ამ ოდენობით გაზრდას, თუმცა არა სხვა ტელევიზიებისთვის რეკლამის წართმევას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 503
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია